კლუბის წესდება

წესდება
მკითხველთა  კლუბის  წესდება


1.ზოგადი დებულებები

      მუხლი 1. მკითხველთა  კლუბის   სტატუსი

 1 . სსიპ ქალაქ თბილისის N65 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი ,,მეწიგნები“
არის სკოლის ბაზაზე  ჩამოყალიბებული ორგანიზაცია,  საერთო ინტერესებისა და  მოტივაციების მქონე მოსწავლეთა გაერთიანება.
      მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს საჯარო სკოლის V-XII კლასის მოსწავლე, ის უნდა გაეცნოს წესდებასა და სამოქმედო გეგმას, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში.
2.  კლუბი მუშაობას წარმართავს  ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით.
3.  კლუბი იქმნება   სკოლის  სახელმწიფო ქონების  საფუძველზე და მის  კონტროლს ახორციელებს დირექცია და  სამეურვეო საბჭო, განათლების სამინისტროს  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით
4.  კლუბს აქვს  წესდება, ლოგო, სლოგანი, ვებ–გვერდი ან გვერდი სოციალურ ქსელში.


 მუხლი 2.  მიზნები, ფუნქციები ,  საქმიანობა
           
კლუბის მიზანია:

v  ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების განხორციელებისათვის ზრუნვა;
v  წიგნიერების განვითარება;
v  მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაღვივება;
v  ანალიტიკური და ლოგიკური უნარების დახვეწა-განვითარება;
v  კრიტიკულ აზროვნების განვითარება;

                 
                             კლუბის წევრთა უფლება–მოვალეობანი

   კლუბის წევრ  მოსწავლეთა უფლებები  განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. მათ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად უფლება აქვთ  გაასაჩივრონ სკოლის  ან მასწავლებლის არასწორი ქმედებები.
      სკოლა ვალდებულია მომჩივანს მისცეს საჩივრის განხილვის საშუალება.  
    კლუბის წევრს ევალება: იყოს კორექტული, ორგანიზებული, პატივი სცეს სხვის ნააზრევს. შეასრულოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.  

                                

კლუბის  სტრუქტურა

კლუბის სტრუქტურა: ლიდერი მოსწავლე, კურატორი მასწავლებელი, დამხმარე მშობელთა ჯგუფი.
          
                                      ლიდერი  მოსწავლე
  არჩეულია მოსწავლეთა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით. ხელმძღვანელობს, ორგანიზებას უწევს კლუბის საქმიანობას, ეხმარება კურატორ მასწავლებელს, ანგარიშვალდებულია კლუბის წევრთა წინაშე.
                       
                            კლუბის  კურატორი  მასწავლებელი
       ა რის სკოლის პედაგოგი, მისი  კურატორობა არჩევითი აქტივობაა, ლიდერ  მოსწავლესთან  ერთად, ერთი წლის განმავლობაში  ხელმძღვანელობს კლუბს, ერთვება მის საქმიანობაში სხვადასხვა ეტაპზე.

                            დამხმარე  მშობელთა  ჯგუფი
     ერთი წლის განმავლობაში, საჭიროებისამებრ, ეხმარება ლიდერ მოსწავლესა და კურატორ მასწავლებელს საკლუბო მუშაობის წარმმართვაში.
  დამხმარე მშობელთა ჯგუფის წარმომადგენელთა  შვილები კლუბის  აქტიური წევრები არიან. 
                  
                                    ლიდერი  მოსწავლის  ფუნქციები:
       ა) აკონტროლებს კლუბის საქმიანობას;
       ბ) კურატორ მასწავლებელთან ერთად ატარებს სამუშაო შეხვედრებს, კლუბის წევრებთან;
         გ) ორგანიზებას უწევს  საკლუბო მუშაობის საქმიანობის ამსახველი ფოტო–ვიდეო და ბეჭდური  მასალების სოციალურ ქსელში განთავსებას, კურატორ მასწავლებელთან ერთად;
დ) სათანადო ინფორმაციებს აწვდის კლუბის წევრებს.

                         კლუბის  კურატორი  მასწავლებლის  ფუნქციები:
 წლის განმავლობაში წარმართავს საკლუბო მუშაობას;
 საკლუბო მუშაობის დაწყებამდე:
სკოლის ვებ– გვერდზე/სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე/პირად ბლოგზე განათავსებს შემდეგ ინფორმაციას:
·         კლუბის სახელწოდება და შესაბამისი ატრიბუტიკა;
·         კლუბის წესდება;
·         კლუბის სამუშაო გეგმა;
·         განაცხადის ფორმა კლუბში გაწევრიანების მსურველთათვის
                        
                                  

საკლუბო  მუშაობის  პერიოდში:

  სკოლის ვებ–გვერდზე ან სოციალურ ქსელში სკოლის გვერდზე ან პერსონალურ გვერდზე ეტაპობრივად ატვირთავს საკლუბო აქტივობების ამსახველ ფოტო ან ვიდეომასალას.

საკლუბო მუშაობის დასრულებისას:
წარმოადგენს  რეფლექსიას საკლუბო მუშაობაზე:
ა)  მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა;
ბ) რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად;
რომელი ვერ განხორციელდა და რატომ;
გ) რომელ კომპონენტში იყო საკლუბო მუშაობა ყველაზე წარმატებული და რატომ;
დ) რა სარგებელი მიიღეს კლუბში გაწევრიანებულმა მოსწავლეებმა;
ე)  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ;
ვ)  მოხდა თუ არა მუშაობის პროცესში აქტივობების დამატება და ან მოდიფიცირება და რატომ;
ზ)  რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი საქმიანობის განხორციელებისას.
                             
კლუბ  გაწევრიანება

1.      კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.      კლუბის წევრი შეიძლება გახდეს V-XII კლასის მოსწავლე,რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს;
3.      კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი განცხადებით.
კლუბის  მუშაობა

კლუბი იკრიბებება თვეში ორჯერ,გარდა არდადეგების პერიოდისა.წესდება

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

წიგნის განხილვა